ავარიულად გამოირთო 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი "დიდუბე 4“ და ქვესადგურში "დიდუბე 220“ არსებული ავტოტრანსფორმატორი, შედეგად, დიღმის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება - ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სრულად მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს.
"დღეს, 15 ივლისს, 14:40 სთ-ზე ავარიულად გამოირთო 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი "დიდუბე 4” და ქვესადგურში “დიდუბე 220” არსებული ავტოტრანსფორმატორი. შედეგად, დიღმის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ 15:05 სთ-ზე სრულად მოხდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.