ბელგიაში მდებარე ანტვერპენ-ბრიუგეს პორტი, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო ჰაბი , უზარმაზარ ავტოსადგომად გადაიქცა— ათასობით მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი, ფურგონი და ტრაქტორი უმოქმედოდ არის გაჩერებული იმის გამო, რომ მწარმოებლები ცდილობენ ტრამპის ახალი ტარიფებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები აირიდონ თავიდან.
ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციებამდე, ევროპელი მწარმოებლები აშშ-ში ექსპორტისას მხოლოდ 2.5%-იან მოსაკრებელს იხდიდნენ, აპრილიდან ახალი ტარიფებით, მათ დამატებით 25%- ის გადახდა უწევთ, რაც საშუალო, ბიუჯეტური საოჯახო ავტომანქანის ფასს ათიათასობით დოლარით ზრდის.

აქამდე ევროპული პორტების მუშაობა უკვე დაზარალდა ბრექსიტის, პანდემიისა და 2024 წლის კონტეინერების დეფიციტით გამოწვეული შეფერხებების გამო.
"წლის მეორე ნახევრის პერსპექტივა გაურკვეველია. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, მოხერხდება თუ არა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების მიღწევა 1 აგვისტომდე" - აღნიშნულია პორტის განცხადებაში.
აღსანიშნავია რომ წლის პირველ ნახევარში, აშშ-დან ევროკავშირში შემოსული ტვირთის მოცულობა 17%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად გათხევადებული ბუნებრივი აირით იყო განპირობებული.