12 ივლისის ღამით, რიკოთზე უმძიმესი ავარია მოხდა - ბენზინის მანქანას საბურავი გაუსკდა და „პრადოს“ მარკის ჯიპს შეეჯახა, რომლითაც ოჯახის 5 წევრი (დედ-მამა და სამი მცირეწლოვანი შვილი) მგზავრობდა. ავტოავარიის შედეგად შუათანა - 3 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენები კი მძიმედ დაშავდნენ.
AMBEBI.GE დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.
მათი მდგომარეობის გასარკვევად თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს ლევან რატიანს დავუკავშირდით, რომლის თქმითაც, პაციენტების მდგომარეობა მძიმე რჩება.
"ცოლ-ქმრის მდგომარეობა მძიმე რჩება, ისინი დღესდღეობით მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ქალბატონს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. რაც შეეხება მამაკაცს, მიმდინარეობს ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის მენეჯმენტი, მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, შესაძლოა მასაც დასჭირდეს ქირურგიული ჩარევა.“
წაიკითხეთ ასევე: