ავტორი:

ავარია ბათუმის-გონიოს გზაზე - დაშავდა 3 ადამიანი

ავარია ბათუმის-გონიოს გზაზე - დაშავდა 3 ადამიანი

ბათუმის-გონიოს დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

  • შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.