მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ მარათონელი მორბენალი ფოჯა სინგჰი, 114 წლის ასაკში ინდოეთში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.
ბავშვობაში პენჯაბში სინგჰის სუსტი ფეხების გამო დასცინოდნენ — 5 წლამდე სწორად ვერც კი დადიოდა.
40 წლამდე ფერმერად მუშაობდა, ცხოვრება ინდოეთისთვის მტკივნეულ პერიოდში მოუწია. "სიტყვა "მარათონი" არც გამეგონა, სკოლაში არ მივლია, სპორტშიც არ ვმონაწილეობდი. მთელი ცხოვრება მინდვრებში გავატარე" - ამბობდა ის.
სირბილი სევდის დაძლევის მიზნით დაიწყო — ცოლის გარდაცვალების შემდეგ ლონდონში გადავიდა, მაგრამ ინდოეთში ყოფნისას უმცროსი შვილის ტრაგიკულ დაღუპვას შეესწრო, რამაც ის გაანადგურა.


2000 წელს, თითქმის 89 წლის ასაკში, საქველმოქმედო ორგანიზაცია BLISS-ის სახელით პირველად მიიღო მონაწილეობა ლონდონის მარათონში — სლოგანით : "ყველაზე მოხუცი — ყველაზე პატარა სიცოცხლისთვის!".
2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ცეცხლის მტარებელი სინგჰი მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, როცა 2011 წელს ტორონტოში, სავარაუდოდ, პირველი ასწლოვანი გახდა, ვინც სრული მარათონი დაასრულა.
ფოჯა სინგჰი მარათონებში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობდა , მათ შორის, 100 წლის გადაცილებულ ასაკშიც. საბოლოო ჯამში მან 2000-2013 წლებში ცხრა სრული მარათონი ირბინა, რის შემდეგაც სპორტს თავი დაანება და ინდოეთში, პენჯაბში გადავიდა საცხოვრებლად.