ავტორი:

"ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოსულია მიწის მასა" - რა მოხდა სოფელ გიორგიწმინდასთან, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

"ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოსულია მიწის მასა" - რა მოხდა სოფელ გიორგიწმინდასთან, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

კერძოდ, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოსულია მიწის მასა.

აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.