ავტორი:

შენობიდან 102 ადამიანია გაყვანილი - სადგურის მოედანთან საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

შენობიდან 102 ადამიანია გაყვანილი - სადგურის მოედანთან საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

"სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თევდორე მღვდლის #10-ში, სადაც 2 დღის წინ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.

  • კორპუსიდან 102 ადამიანი გაიყვანეს, რომლებიც დიდუბის რაიონის გამგეობამ დროებით 11 სხვადასხვა სასტუმროში განათავსა. მოსახლეობას კონკრეტული განრიგის მიხედვით შესაძლებლობა ექნება ავარიული შენობიდან საკუთარი ნივთები მეხანძრე-მაშველების მეთვალყურეობით გამოიტანონ.

შემთხვევის ადგილზე "თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა.

ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს "სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

ასევე, მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.