ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს ადრეული ქრისტიანული ხანის ტაძრის უნიკალური ნაშთები და ბრინჯაოს ხანის საყოფაცხოვრებო ნივთები აღმოაჩინეს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს

პროცესში ჩართულები იყვნენ არქეოლოგები, ისტორიკოსები და მკვლევრები.


"ძეგლი წარმოადგენს ადრე ქრისტიანული ხანის ნაგებობას. ანალოგიური ძეგლი მოიძებნა მხოლოდ დმანისის სოფელ ვარდისუბანში. ძეგლი ნამდვილად მნიშვნელოვანია და ადრე ქრისტიანული ხანის საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთ ფურცელს დაწერს“ - ამბობს ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელი დავით ყვავაძე,
ყველა აღმოჩენილი ექსპონატი განთავსდება ლაგოდეხის ისტორიულ მუზეუმში.