სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ამ დროისთვის ინფრასტრუქტურას საფრთხე არ ემუქრება. GPS-ის სიგნალების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ეს შედარებით მცირე მასშტაბის ამოფრქვევა იყო“, - ნათქვამია ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებაში.

პოლიციის განცხადებით, ქალაქ გრინდავიკიდან და ცნობილი გეოთერმული კურორტიდან "ცისფერი ლაგუნადან“ ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.
ცნობისთვის, ეს 2021 წლიდან სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის მე-12 შემთხვევაა.

