მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ამ კვირაში კიევისთვის "პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო რაკეტების მიწოდება გადაწყვიტა, მელანია ტრამპი მეუღლეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ახსენებს:
"სახლში მივედი და პირველ ლედის ვუთხარი, - დღეს ვოლოდიმირს ვესაუბრე, შესანიშნავი საუბარი გვქონდა. მან კი მიპასუხა: "მართლა? კიდევ ერთი ქალაქი დაიბომბა“, - განაცხადა ტრამპმა.
მელანია 1970 წელს, იმჟამინდელი რკინის ფარდის მიღმა, ყოფილ იუგოსლავიაში დაიბადა. ის თავის შვილს, ბარონს, სლოვენიურ ენაზე ესაუბრება და ევროკავშირის პასპორტი აქვს. დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირველი ლედი ქმრის ინაუგურაციის შემდეგ თეთრი სახლისგან შორს ყოფნას ამჯობინებს.

"მელანიას უკრაინისადმი სიყვარული სულაც არ არის გასაკვირი, იმის გათვალისწინებით, რომ ის ყოფილ იუგოსლავიაში გაიზარდა. ქვეყანა, რომელსაც რუსეთი არ უყვარს. მისი სამშობლო მთლიანად უკრაინის მხარესაა. იქაური ხალხი შეძრწუნებულია, რომ შეერთებული შტატები უკრაინას იარაღს აღარ აწვდის", - ამბობს მერი ჯორდანი, წიგნის "მისი გარიგების ხელოვნება: მელანია ტრამპის მოუთხრობელი ისტორია“ ავტორი.
როდესაც, 2022 წლის თებერვალში, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ტრამპმა პუტინი "გამჭრიახ“ და "გენიოსად“ მოიხსენია, მელანიამ კი ომს "საშინელი“ უწოდა.
"საშინელებაა უდანაშაულო ადამიანების ტანჯვის ყურება. ჩემი ფიქრები და ლოცვები უკრაინელ ხალხთანაა. გთხოვთ, თუ შეგიძლიათ, შემოწირულება გაიღოთ მათ დასახმარებლად“, - დაწერა მან X-ზე.