ავტორი:

დაუსვი შეკითხვა გენერალ-მაიორ გია ყარყარაშვილს

დაუსვი შეკითხვა გენერალ-მაიორ გია ყარყარაშვილს

"პალიტრანიუსისა“ და ambebi.ge-ს ერთობლივი პროექტის მორიგი სტუმარია გენერალ-მაიორი, ეროვნული გვარდიის სარდალი (1992-1993), აფხაზეთის ჯარების სარდალი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი (1993-1994) და ახალი წიგნის "სამშობლოს ამარა“ ავტორი.

ბოლო დროს გია ყარყარაშვილი მკითხველს უკვე მწერლის ამპლუაშიც წარუდგა. საშუალება გაქვთ, დაუსვათ შეკითხვა სპეციალურად შერჩეულ რესპონდენტს, როგორც Ambebi.ge-ს საიტზე კომენტარების ველში, ასევე ჩვენს "ფეისბუქგვერდზე," ამ პოსტის კომენტარებში და გამოგვიგზავნოთ სოციალურ ქსელში ვიდეო შეკითხვებიც. პასუხებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიიღებთ, როგორც Ambebi.ge -ზე, ასევე "პალიტრანიუსის" სატელევიზიო ეთერით. იაქტიურეთ, საინტერესო ადამიანებისთვის შეკითხვის დასმის საშუალება გეძლევათ.

თქვენს შეკითხვებს უპასუხებს გენერალ-მაიორი გია ყარყარაშვილი.