ავტორი:

"სერიოზული დარტყმაა, ეს იგივეა, ტურიზმში აბრეშუმის გზა ჩაგიკეტონ“ - როგორ ეხმაურებიან აბუ დაბისკენ Wizz Air-ის ფრენების შეწყვეტას

"სერიოზული დარტყმაა, ეს იგივეა, ტურიზმში აბრეშუმის გზა ჩაგიკეტონ“ - როგორ ეხმაურებიან აბუ დაბისკენ Wizz Air-ის ფრენების შეწყვეტას

"ვინც არ იცით, აბუ დაბისკენ რეისების გაუქმება, დაახლოებით, არის აბრეშუმის გზის დაკეტვის ტოლფასი ტურიზმში“, - წერს საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ოპერაციების დირექტორი, ლაშა ბერეკაშვილი.

  • მისი განმარტებით, კომპანია Wizz Air-ის გადაწყვეტილება, აბუ დაბისკენ მიმავალი და იქიდან მომავალი ყველა რეისი შეწყვიტოს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.

"ჩვენს ქვეყანაში იმდენი არასასიამოვნო ამბავი ხდება, რომ, შესაძლოა, ეს თემაც ნაკლებად მნიშვნელოვნად ჩანდეს, თუმცა ქუთაისი-აბუ დაბის რეისების გაუქმება, რაც დღეს ოფიციალურად დაადასტურა "ვიზეარმა“, ტურიზმის სექტორისა და მოგზაურებისთვის სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს და, სამწუხაროდ, კარგს არაფერს გვიქადის...განაგრძეთ კითხვა