ამერიკელმა ფოტოგრაფმა ორშაბათს, ძლიერი წვიმის დროს, მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე მეხის დაცემის მომენტი გადაიღო - 34 წლის მაქს გულიანის თქმით, მან ქარიშხლის მოახლოების ხმა გაიგო და ბუნებრივი მოვლენის გადასაღებად თავის საყვარელ ადგილას - მანჰეტენის დასავლეთ მხარეს მდებარე ჰადსონ-რივერ პარკის ნავმისადგომთან - წავიდა.

"სახლში ვიყავი, როცა ჭექა-ქუხილის ხმა გავიგე და მივხვდი, რომ გარეთ უნდა გავსულიყავი. მსმენია, რომ ფლორიდაში ეს მთელი წლის განმავლობაში ხდება,
მაგრამ ნიუ-იორკში მხოლოდ მაშინ, როდესაც ტემპერატურა 32 გრადუსს უახლოვდება, ძალიან ცხელი დღეებია, ამიტომ აღფრთოვანებული ვარ, რადგან ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა", - ამბობს ფოტოგრაფი.

AccuWeather-ის მონაცემებით, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი აშშ-ში ყველაზე მაღალი შენობაა - 2015-დან 2020 წლამდე მან 189-ჯერ განიცადა მეხის დარტყმა.