ავტორი:

თავის ტვინის სიმსივნე - კითხვები თოდუას კლინიკის ნეიროქირურგ გოჩა ცისკაძესთან

თავის ტვინის სიმსივნე - კითხვები თოდუას კლინიკის ნეიროქირურგ გოჩა ცისკაძესთან

თავის ტვინის სიმსივნე – რთული და კომპლექსური დიაგნოზია, რომელიც ხშირად ინტერდისციპლინურ მიდგომას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მაღალი დონის გამოცდილებას მოითხოვს. მსოფლიო სტატისტიკა ყოველწლიურად 300 000 ახალ შემთხვევას ავლენს. აგრესიული გლიობლასტომები კი ტვინის ან ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნის თითქმის ნახევარს – 49 %- ს წარმოადგენს. ამის 34 წლიანი გამოცდილებას საქართველოში თოდუას კლინიკის მულტიპროფილური გუნდი აერთიანებს, რომელსაც ზურგს მუდმივად განახლებადი და რეგიონში საუკეთესო მაღალტექნოლოგიური აპარატურა უმაგრებს.

გამოწვევებით სავსე სტატისტიკის მიუხედავად, ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ მედიცინას მნიშვნელოვანი პროგრესი მოუტანა:როგორებიც არის AI-ზე დაფუძნებული დიაგნოსტიკა და ინტრაოპერაციული გამოსახულების გაუმჯობესება . როგორ ხდება მისი ამოცნობა, რა ეტაპებს მოიცავს დიაგნოსტიკა და რა როლს თამაშობს ნეიროქირურგია მკურნალობის პროცესში?

ამ საკითხებზე თოდუას კლინიკის ნეიროქირურგი, გოჩა ცისკაძე გვესაუბრება, რომლის კლინიკურ პრაქტიკაში თავის ტვინის სიმსივნე ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

რას ეწოდება თავის ტვინის სიმსივნე და როგორ ყალიბდება ის?

თავის ტვინის სიმსივნე თავის ტვინის შიგნით ან მის მიმდებარე სტრუქტურებში უჯრედების არაკონტროლირებად ზრდას უკავშირდება. ეს სიმსივნეები შეიძლება იყოს პირველადი – ანუ წარმოიშვას პირდაპირ თავის ტვინში, ან მეორეული – რაც ნიშნავს, რომ სხვა ორგანოდან გავრცელდა. ასეთ დროს უჯრედები უკონტროლო გამრავლებას იწყებენ , რაც ჯანმრთელი სხეულის დაზიანებას იწვევს.

რომელი ტიპის სიმსივნეები გვხვდება ყველაზე ხშირად თქვენს პრაქტიკაში?

თოდუას კლინიკის მონაცემებით – სადაც საქართველოში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების დაახლოებით 40% ვმკურნალობთ – ყველაზე ხშირად გვხვდება გლიომა (გლიობლასტომის ჩათვლით), მენინგიომა და ჰიპოფიზის ადენომა. ზრდასრულ პაციენტებში ხშირია მეტასტაზური წარმონაქმნები, რომელთა პირველადი კერები ხშირად ფილტვი, ძუძუს ჯირკვალი ან თირკმელია. ბავშვებში გვხვდება მედულობლასტომა და ეპენდიმომა.

რა სიმპტომებით შეიძლება იეჭვოს ადამიანი, რომ მას აქვს ტვინის სიმსივნე?

ასეთ დროს სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია სიმსივნის მდებარეობასა და ზომაზე. ხშირად ვხედავთ ხანგრძლივ და პროგრესირებად თავის ტკივილს, გულისრევას, მხედველობის გაუარესებას, კრუნჩხვებს, მეხსიერების პრობლემებს, მეტყველების ან მოძრაობის მოშლას. ნებისმიერი ახალი ნევროლოგიური ცვლილება – განსაკუთრებით, რომელიც პროგრესირებს –ექიმთან მიმართვას მოითხოვს.

როგორ ხდება თოდუას კლინიკაში დიაგნოსტიკა? რომელი მეთოდებია სანდო და აუცილებელი?

პირველი ნაბიჯი ნევროლოგიური შეფასებაა. შემდეგ, ეტაპს წარმოადგენს MRI- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც მუდმივად განახლებადია ჩვენს კლინიკაში და უახლესი თაობის ერთეულებს აერთიანებს . საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება CT-სკანიც, რომელიც ასევე მინიმუმამდე ამცირებს უზუსტობებს . საბოლოო დიაგნოზისთვის ხშირად აუცილებელია ბიოფსია – ანუ სიმსივნიდან მცირე ნიმუშის აღება და მიკროსკოპული კვლევა.

ნეიროქირურგის როლი როგორია მკურნალობის პროცესში?

თუ სიმსივნე ქირურგიულად მიდგომდია, მთავარ ეტაპს ოპერაცია წარმოადგენს .ვცდილობთ დაზიანების მინიმუმამდე დაყვანით ორგანიზმს სიმსივნური ქროვილები მოვაშოროთ. ზოგჯერ მხოლოდ ბიოფსიაა შესაძლებელი, ან დებალკინგი – რაც ნიშნავს სიმსივნის ნაწილობრივ ამოღებას, სიმპტომების შესამსუბუქებლად. მკურნალობის შემდეგ ეტაპებში პაციენტს შეიძლება დასჭირდეს რადიოთერაპია, ქიმიოთერაპია ან მიზნობრივი თერაპია.

თოდუას კლინიკაში ოპერაციებში დღესდღეობით რა ტექნოლოგიებს იყენებთ ?

თანამედროვე ნეიროქირურგია უფრო და უფრო მეტად ეყრდნობა ტექნოლოგიურ რესურსებს .ვიყენებთ ნეირონავიგაციას, ოპერაციულ მიკროსკოპს, ფლუორესცენციას, ფუნქციურ კვლევებს, ნეირომონიტორინგს და საჭიროებისამებრ – ენდოსკოპიას. ეს ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად ზრდის ოპერაციების სიზუსტეს და ამცირებს გართულებების რისკს.

ყოველთვის არის საჭირო ოპერაცია თუ ალტერნატიული მეთოდებიც არსებობს?

– ყველა შემთხვევაქირურგიას არ საჭიროებს. მაგალითად, მცირე მენინგიომების ან ადენომების შემთხვევაში , რომლებიც არ იწვევს სიმპტომებს, შესაძლოა დავაკვირვება საკმარისი აღმოჩნდეს. ასევე გვაქვს რადიოქირურგიული მეთოდები, როგორიცაა Gamma Knife ან CyberKnife, რაც არ საჭიროებს გაჭრას და ხშირად ძალიან ეფექტურია.

რამდენად რეალისტურია პაციენტის სრულად გამოჯანმრთელება ან ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება?

ყველაფერი დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე, ხარისხზე, ლოკაციაზე და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. მაგალითად, დაბალი ხარისხის სიმსივნეებთან ხანგრძლივი კონტროლი შესაძლებელია. აგრესიული სიმსივნეების შემთხვევაშიც კი, მკურნალობის მიზანია სიცოცხლის გახანგრძლივება და ხარისხის შენარჩუნება. ბევრ პაციენტს სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება შეუძლია მკურნალობის შემდეგ.

რეციდივის რისკი არსებობს? როგორ ხდება შემდგომი მეთვალყურეობა?

ზოგიერთ სიმსივნეს რეციდივის ტენდენცია აქვს . ამიტომ მკურნალობის შემდეგაც აუცილებელია პერიოდული MRI კონტროლი. მეთვალყურეობის ინტერვალებს ინდივიდუალურად ვარჩევთ და პაციენტთან ერთად ვგეგმავთ.

და ბოლოს, რას ურჩევდით მოსახლეობას – როგორ დავიცვათ თავი და როდის უნდა ვიფიქროთ ექიმთან მისვლაზე?

თავის ტვინის სიმსივნე, ხშირ შემთხვევაში, პრევენცირებად დაავადებად არ ითვლება, მაგრამ რაც უფრო ადრე ვამჩნევთ პრობლემას, მით უკეთესია. ნებისმიერი ახალი, უცნაური და განმეორებადი ნევროლოგიური სიმპტომი – როგორიცაა კრუნჩხვა, მხედველობის ცვლილება, ხასიათის მოულოდნელი ცვლილებები – სერიოზული სიგნალია. დროული მიმართვა და თანამედროვე მედიცინა ქმნის რეალურ შანსს მკურნალობის წარმატებაზე.

ადრეული დიაგნოსტიკა, ტექნოლოგიური რესურსების ეფექტური გამოყენება და ინდივიდუალიზებული მკურნალობის სტრატეგია სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ხარისხიანი, აქტიური ცხოვრების რეალურ შესაძლებლობას ქმნის.

R