ავტორი:

აქტივისტი თათია აფრიამაშვილი მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

აქტივისტი თათია აფრიამაშვილი  მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

აქტივისტი თათია აფრიამაშვილი მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ამის შესახებ აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, საქმე ეხება მიმდინარე წლის 21 მარტს მომხდარ ინციდენტს, როდესაც პარლამენტთან 3 პირი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი ხელწერილის საფუძველზე გაათავსუფლეს.

აქტივისტების განცხადებით, მათ ადგილზე შეკრებილებისთვის სკამების მიტანა სურდათ, რასაც პოლიცია შეეწინააღმდეგა.