ავტორი:

უბედური შემთხვევა ფონიჭალაში - დენის დარტყმით 14 წლის მოზარდი დაიღუპა

უბედური შემთხვევა ფონიჭალაში - დენის დარტყმით 14 წლის მოზარდი დაიღუპა

უბედურ შემთხვევას ფონიჭალაში 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა.

ტრაგედია 15 ივლისს დატრიალდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მაცივრში გამავალმა დენმა იმსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ambebi.ge -ს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.