აშშ-ს საავტომობილო აუქციონებზე ყოველდღიურად უამრავი ავტომობილი იყიდება. ისინი ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანასა და კონტინენტზე გადის. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და მათ შორის, საქართველოშიც აშშ-დან იმპორტირებული ავტომობილები ძალიან პოპულარულია და ადგილობრივი ავტოპარკის დიდ ნაწილს შეადგენს.
აშშ-ში, ბევრი საავტომობილო აუქციონი არსებობს, თუმცა გადაზიდვებს საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მათგანი ახორციელებს. Copart, IAAI და Manheim ყველაზე პოპულარული აუქციონებია, საიდანაც საქართველოში მანქანის ჩამოყვანაა შესაძლებელი. თითოეულ მათგანს თავისი სპეციფიკა აქვს და აუქციონში მონაწილეობამდე ამ საკითხში კარგად გარკვევა აუცილებელია.
კომპანია Carmall-ის გაყიდვების დირექტორი გიორგი სოზაშვილი თითოეული აუქციონის შესახებ დეტალურ გვესაუბრება.

Copart და IAAI ყველაზე პოპულარული სადაზღვევო აუქციონებია, საიდანაც საქართველოში ავტომობილის ჩამოყვანაა შესაძლებელი. ფინანსური გადარიცხვების თვალსაზრისით, ორივე 100%-ით სანდოა და მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ისინი გახლავთ სადაზღვევო აუქციონები, სადაც ავტომობილებს კომპანიები ათავსებენ. ზოგადად, აშშ-ში ნებისმიერი ავტომობილი დაზღვეულია. მანქანის დაზიანების შემდეგ, თუ სადაზღვევო კომპანია გადაწყვეტს, რომ ადგილობრივად მისი შეკეთება ვერ მოხერხდება ან არ ღირს, ავტომფლობელს ზარალს უნაზღაურებს და მანქანა აუქციონზე გააქვს. ეს ნიშნავს, რომ აუქციონზე დაუზიანებელი ავტომობილი, ფაქტობრივად, ვერ ხვდება.
ორივე აუქციონზე მანქანის ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ უმჯობესია მანქანას ჰქონდეს ვიზუალური დაზიანება და იცოდეთ, რა სჭირს მას. თუ დაზიანება იდენტიფიცირებული არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ ის დაუზიანებელია. ამ შემთხვევაში მყიდველი რისკავს, რადგან მას შეკეთება შეიძლება ძალიან იაფი ან პირიქით, ძალიან ძვირი დაუჯდეს.

რაც შეეხება Manheim-ის აუქციონს, მასზე დაუზიანებელი მანქანების შერჩევა შესაძლებელია. ამ შემთხვევაში თავად კომპანია ამოწმებს თითოეულ ავტომობილს განთავსებამდე და შეფასებას ანიჭებს. აღნიშნული შეფასება ავტომობილის მდგომარეობის დეტალური შემოწმების შედეგად იქმნება და სანდოა. თუ Manheim-მა მანქანას მაღალი შეფასება მიანიჭა, ეს ნიშნავს, რომ მართლა კარგია. ამ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ მანქანის მესაკუთრეს უბრალოდ გადაეწყვიტა მისი გაყიდვა და ის მართლაც დაუზიანებელია.
Manheim-ის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასზე განთავსებული მანქანები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე Copart-სა და IAAI-ზე. თუმცა ხარისხი უფრო მაღალია, რისკი კი - დაბალი. ბევრ ადამიანს ურჩევნია შედარებით მეტი გადაიხადოს და მანქანა დაზიანების გარეშე ჩამოუვიდეს.
გიორგი სოზაშვილი აუქციონზე მანქანის შეძენის შესახებ სხვა რჩევებსაც გვთავაზობს:

აღნიშნული რჩევების გათვალისწინებით, აშშ-დან მანქანის ჩამოყვანა მართლაც მინიმალური რისკებითაა შესაძლებელი.
NS