ავტორი:

ცხოველებს და მწერებს მცენარეების ხმა ესმით? - მეცნიერებმა საიდუმლო ეკოსისტემა აღმოაჩინეს

ცხოველებს და მწერებს მცენარეების ხმა ესმით? - მეცნიერებმა საიდუმლო ეკოსისტემა აღმოაჩინეს

ახალი კვლევის თანახმად, ცხოველები მცენარეების მიერ გამოცემულ ხმებზე რეაგირებენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ შორის უხილავი ეკოსისტემა არსებობს.

თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მდედრი პეპელა პომიდვრის მცენარეებზე კვერცხების დადებას ერიდება, თუ ისინი ხმებს გამოსცემენ - პეპელა ამას სტრესს უკავშირებს, რაც შეიძლება მცენარის ცუდ ჯანმრთელობაზე მიუთითებდეს.

  • ორი წლის წინ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მცენარეები "კივიან", როდესაც დისკომფორტს ან სისუსტეს გრძნობენ. ადამიანის ყური ამ ხმებს ვერ აღიქვამს, თუმცა ბევრ მწერს ამის გაგება შეუძლია.

„ეს არის პირველი მტკიცებულება იმისა, რომ ცხოველები რეაგირებენ მცენარეების მიერ გამოცემულ ხმებზე“, - თქვა თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორმა იოსი იოველმა.

ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს მდედრი პეპელა, რომელიც, როგორც წესი, კვერცხებს პომიდვრის მცენარეებზე დებს, რათა გამოჩეკის შემდეგ ლარვები საკვებით უზრუნველყოს.

ითვლებოდა, რომ პეპლები კვერცხების დასადებად საუკეთესო ადგილს ეძებენ - ჯანსაღ მცენარეს. ამიტომ, როდესაც მცენარის ჯანმრთელობის გაუარესება, მაგალითად, არასაკმარის ტენიანობა შეინიშნება, პეპელა იქ კვერცხის დადებას ერიდება.

წყარო