სოციალურ მედიაში თალიბანთან დაკავშირებულ ანგარიშებზე გავრცელდა ვიდეოკლიპი, სადაც მუხლებზე მდგარ ორ მამაკაცს, რომლებსაც თავზე ტომარა აქვთ გადაცმული, შეიარაღებული ავღანელები უდგანან ზურგს უკან და მკაცრი სახეებით იტალიისგან მთავრობისგან ითხოვენ, რომ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის გამოსასყიდად 5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი გადარიცხონ.
30-წამიანი კლიპი ტურისტული კომპანიის მიერაა გადაღებული და მიზნად ტურისტების ავღანეთში მოზიდვას ისახავს. ვიდეოს დანარჩენ ნაწილში ნაჩვენებია როგორ სტუმრობენ ახალგაზრდები ავღანელ მასპინძლებს, თამაშობენ ბავშვებთან, იღებენ ფოტოებს ბუნებაში, აგემოვნებენ ადგილობრივ კერძებს და იზომავენ ტანსაცმელს ბაზარში.

ვიდეოკლიპმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ზოგს იდეის ორიგინალობა მოეწონა, ზოგმა პირიქით მასში ის შავი იუმორი დაიწუნა, რომელიც რეალურად მომხდარ ტერორისტულ აქტებს ახსენებს ხალხს. თავად სააგენტოს დამფუძნებელმა იოსაფ არიუბიმ instagram-ზე გამოქვეყნებულ ბოლო პოსტში განაცხადა, რომ მას უბრალოდ არსებული სტერეოტიპების დამსხვრევა სურდა და "არ აქვს კავშირი არცერთ მთავრობასთან".
"ავღანელი ხალხი თბილი და სტუმართმოყვარეა, სურს მიიღოს ტურისტები სხვა ქვეყნებიდან და მათთან ურთიერთობა ჰქონდეს" —განაცხადა ტურიზმის მინისტრის მოადგილემ, ქუდრათულა ჯამალმა, გასულ თვეში მიცემულ ინტერვიუში.
მიუხედავად ყველაფრისა დღევანდელი ავღანეთი კვლავ რჩება საერთაშორისო ასპარეზიდან იზოლირებულია ქვეყნად, რის გამოც 41 მილიონი ადამიანი სიღატაკეშია ჩაფლული, ქალებისა მიმართ მკაცრი შეზღუდვები ჩვეული ნორმაა, კვლავ ხდება უცხოელების გატაცებები და მკვლელობები. თუმცა ტურიზმის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, ტურისტების რაოდენობა ნელი ტემპით, მაგრამ მაინც იმატებს.