ავტორი:

“ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში ირანის პასუხი გაცილებით გამანადგურებელი იქნება” - აიათოლა ალი ხამენეი

“ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში ირანის პასუხი გაცილებით გამანადგურებელი იქნება” - აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესმა ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, თეირანი სრულ მზადყოფნაშია, რათა პასუხი გასცეს ნებისმიერ ახალ სამხედრო თავდასხმას და ირანის საპასუხო დარტყმა გაცილებით მძლავრი იქნება ვიდრე ის, რაც მან ისრაელთან ბოლო 12-დღიანი ომის განმალობაში განახორციელა.

  • სამთავრობო ტელევიზიით გამოსვლისას, ხამენეიმ შეაქო ირანის პოზიცია აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ მოიხსენია ეს ორი სახელმწიფო "ეროვნულ მტრებად" და დაადასტურა ირანის სარაკეტო თავდასხმა ყატარში მდებარე აშშ-ის ალ-უდეიდის ბაზაზე , რასაც მან "ძალიან სენსიტიურ" დარტყმა უწოდა.

ამავდროულად თეირანზე იზრდება ზეწოლა, რათა ის კვლავ დაუბრუნდეს ბირთვულ მოლაპარაკებების მაგიდას. აშშ-მ და წამყვანმა ევროპულმა ქვეყნებმა აგვისტო შეთანხმების მიღწევის ბოლო ვადად დაასახელეს და დაანონსეს, რომ პროგრესის არარსებობის შემთხვევაში გაეროს სანქციები კვლავ ამოქმედდება.

თუმცა, ირანის პარლამენტი კვლავ უარყოფს მოლაპარაკებების განახლების იდეას გარკვეული პირობების გარეშე. დეპუტატების თქმით, მოლაპარაკების წარმოება შეუძლებელია, სანამ აშშ დიპლომატიას ისრაელის სამხედრო თავდასხმების "შეფარვისა" და "მოტყუებისთვის" იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ წინაპირობები დეტალურად არ განუმარტავთ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ ადრე გაკეთებულ განცხადებაში მკაცრი გარანტიები მოითხოვა იმასთან დაკავშირებით, რომ შემდგომი თავდასხმების აღარ განხორციელდებოდა. მან ასევე გამორიცხა ირანის სარაკეტო პროგრამაზე ან ურანის გამდიდრებაზე მოლაპარაკებების გამართვაც.

წყარო