ბოლო დროს სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მონაკოდან გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც ასახულია ხანდაზმული მამაკაცი და ახალგაზრდა ქალი. ვიდეოში, რომელიც ABBA-ს ჰიტის „Money, Money, Money“-ს ფონზეა გადაღებული, ჩანს თუ როგორ უგულებელყოფს მოდელის გარეგნობის გოგონა თავდაპირველად ასაკოვანი მამაკაცის მიახლოებას, თუმცა მისი დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც მამაკაცს მდიდრული Porsche-ს მარკის ავტომობილი მოაკითხავს. საბოლოოდ, ისინი ერთად ტოვებენ ადგილს.
მიუხედავად ამისა, ვიდეოს სიუჟეტმა მაინც გამოიწვია მწვავე დისკუსიები და კრიტიკა კომენტარებში: "საზიზღარი ისტორია“, "აი, რას ნიშნავს სწორ დროს სწორ ადგილას ყოფნა", "ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. ასეა მოწყობილი სამყარო", "ღმერთო ჩემო, ის ხომ მთლად გვამის ლაქებშია", "ისინი უბრალოდ ფულით ყიდულობენ ახალგაზრდა სხეულს“, - წერენ ადამიანები.

ვინ არიან ვიდეოს გმირები?
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეოში აღბეჭდილი მამაკაცი სავარაუდოდ 72 წლის პეტერ კენიგია – ავსტრიელი მეტალურგიული მაგნატი და ავსტრიის საპატიო კონსული მონაკოში. გოგონა კი, სავარაუდოდ, 27 წლის უკრაინელი მოდელი ვიქტორია შევჩენკო, რომელმაც 2017 წელს "მის ყირიმის ვიცე-მისის" ტიტული მოიპოვა.
ასევე გავრცელდა ვენის ფილარმონიული ორკესტრის ბალის ფოტოები, რომელიც გასულ გაზაფხულზე გაიმართა, სადაც პეტერი, როგორც ჩანს, თავის ახალ ნაცნობთან ერთად არის აღბეჭდილი. საინტერესოა, რომ სოციალურ ქსელში ასევე მოიძებნება 15 წლის წინანდელი სურათი, სადაც კენიგი იმავე დარბაზში სხვა ახალგაზრდა ქალთან ერთად პოზირებს.

მედიის ცნობით, წყვილი კიდევ რამდენჯერმე ნახეს ერთმანეთის კომპანიაში, რის გამოც კომენტატორებმა ივარაუდეს, რომ ისინი ერთად არიან. ორივე მათგანი ახლა ევროპულ ინტერნეტ-სივრცეში კრიტიკის ობიექტია, რის გამოც, გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორია კამერებს ემალება.
პეტერ კენიგის პირადი ცხოვრება
პეტერ კენიგი ორჯერ იყო დაქორწინებული მასზე გაცილებით ახალგაზრდა ქალებზე. მისი ერთ-ერთი ცოლი იყო ჩეხი მსახიობი ლეონა, რომელთანაც ქალიშვილი, იანა, შეეძინა. მედიის ცნობით, ლეონა ახლა ავსტრიაში ცნობილი ტელეწამყვანია. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლის, პეტერის, ქალებში „ხასიათი იზიდავს და არა ფული“. მათი ქალიშვილი იანა 17 წლისაა და ხშირად ჩნდება ტელევიზიითა და ავსტრიული ჟურნალების გარეკანებზე. ერთხელ მან თავისი მდიდრული, სამეფო სტილის ბინა აჩვენა პარიზის ცენტრში. კენიგის კიდევ ერთი ყოფილი ცოლი, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს, მის მეგობართან, მილიარდერ მარტინ შლაფთან წავიდა, რომელიც მასზე 20 წელზე მეტით უფროსია.