ავტორი:

"სუპერკომპიუტერმა იწინასწარმეტყველა დაკარგული "ობოლი" გალაქტიკების არსებობა" - ასტრონომების თქმით, "ირმის ნახტომის" ირგვლივ უცნობი გალაქტიკები მოძრაობენ

"სუპერკომპიუტერმა იწინასწარმეტყველა დაკარგული "ობოლი" გალაქტიკების არსებობა" - ასტრონომების თქმით, "ირმის ნახტომის" ირგვლივ უცნობი გალაქტიკები მოძრაობენ

დიდი ბრიტანეთის დარჰემის უნივერსიტეტის კოსმოლოგების განცხადებით, ირმის ნახტომის ირგვლივ შესაძლებელია ჯერ კიდევ უცნობი 100 - მდე ისეთი გალაქტიკა მოძრაობდეს, რომელთა დანახვა მათი სიმკრთალის გამო დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენებით ფაქტობრივად შეუძლებელია.

  • მეცნიერების თქმით, მათ ეს აღმოჩენა სუპერკომპიუტერის მიერ შექმნილი ყველაზე მაღალი გარჩევადობის მქონე სიმულაციებისა და მათემატიკური მოდელირების კომბინაციების საფუძველზე გააკეთეს.

"სუპერკომპიუტერმა იწინასწარმეტყველა დაკარგული "ობოლი" გალაქტიკების არსებობა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ირმის ნახტომს 100 ან მეტი თანამგზავრი გალაქტიკა ახლო მანძილზე უვლიდეს"- განაცხადა მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა იზაბელ სანტოს-სანტოსმა.

"აქამდე ვიცოდით, რომ ირმის ნახტომს დაახლოებით 60 დადასტურებული თანამგზავრი გალაქტიკა ჰყავდა, ახალი მონაცემებით ეს რიცხვი გაცილებით გაიზარდა"

ასტრონომების თქმით, სამყაროს უდიდესი ნაწილი პატარა თანამგზავრი გალაქტიკებისგან შედგება, რომლებიც ისეთ დიდ გალაქტიკებს უვლიან გარს, როგორიცაა ირმის ნახტომი.

მკვლევართა თქმით, ამ გალაქტიკების ტელესკოპით აღმოჩენა შესაძლებელს გახდის იმ თეორიის მხარდაჭერას, რომელიც ლამბდა-ცივი ბნელი მატერიის (ΛCDM) სახელით არის ცნობილი. თეორიის მიხედვით გალაქტიკები გიგანტური ბნელი მატერიის გროვების, ე.წ. ჰალოების ცენტრში იბადება, თეორია ასევე ამბობს, რომ ჩვეულებრივი მატერია — ატომების სახით — მხოლოდ სამყაროს 5%-ს წარმოადგენს, 25% ცივ ბნელ მატერიაზე მოდის, ხოლო დანარჩენი 70% — ბნელ ენერგიაზე.

წყარო