ავტორი:

პანიკაში მყოფი წამყვანი და პირდაპირ ეთერში დაბომბილი სირიის თავდაცვის სამინისტრო - რა ხდებოდა ისრაელის შეტევისას (ვიდეო)

პანიკაში მყოფი წამყვანი და პირდაპირ ეთერში დაბომბილი სირიის თავდაცვის სამინისტრო - რა ხდებოდა ისრაელის შეტევისას (ვიდეო)

უკვე მესამე დღეა, რაც ისრაელი თავს ესხმის იმ სამთავრობო ძალების პოზიციებს, რომლებიც ქალაქ სუეიდაში ადგილობრივ მცხოვრებლებთან აწარმოებენ ბრძოლებს.

ისრაელის სამხედრო ძალების მორიგი სამიზნე სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობა გახდა, დამასკოს ცენტრში. პირველი იერიში შენობის შესასვლელთან, მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა მიტანილი, მოგვიანებით იგივე ადგილი ხელმეორედ დაიბომბა.

<iframe loading='lazy' width='560' height='315' src='https://www.nbcnews.com/news/embedded-video/mmvo243327045928' scrolling='no' frameborder='0' allowfullscreen></iframe>
  • პირდაპირ ეთერში გადაცემულ კადრებში ჩანს ძლიერი აფეთქება, უზარმაზარი ნაცრისფერი კვამლის ღრუბელი და პანიკაში ჩავარდნილი რეპორტიორი.

ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელმა ასევე განახორციელა რამდენიმე საჰაერო იერიში სამთავრობო ძალების ავტოკოლონებზე სირიის სამხრეთ ნაწილში.

ისრაელ-სირიის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო რაც სირიის ხელისუფლება დრუზებად წოდებული ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას შეუდგა, დრუზების წარმომადგენლებმა საერთაშორისო დახმარების მისაღებად ისრაელს მიმართეს, რასაც სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე ისრაელის ავიადარტყმები მოჰყვა.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: