ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ბავშვი და ერთი ქალი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმედ ფასდება.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
როგორც “ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.