ავტორი:

კაცმა ქალი გაძარცვა და მისი გატაცება სცადა - როგორ შეძლო თავდამსხმელისგან თავის დაღწევა: სათვალთვალო კამერამ ფლორიდაში სასტიკი დანაშაული დააფიქსირა

კაცმა ქალი გაძარცვა და მისი გატაცება სცადა - როგორ შეძლო თავდამსხმელისგან თავის დაღწევა: სათვალთვალო კამერამ ფლორიდაში სასტიკი დანაშაული დააფიქსირა

მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს ქალი გამტაცებლისგან თავის დაღწევას. ეს კადრები აშშ-ში, ფლორიდაშია გადაღებული. კაცმა ჯერ გაძარცვა ქალი, ხოლო შემდეგ სცადა, რომ ის მანქანაში ჩაესვა და გაეტაცებინა.

  • ვიდეო 29 ივნისსაა გადაღებული, ერთ-ერთი მაღაზიის წინ და ჩანს, როგორ უჭერს კისერში ხელს ქალს თავდამსხმელი და ცდილობს, მანქანაში ძალით ჩასვას. ჩანს, როგორ ყვირის ქალი და დახმარებას ითხოვს. საბოლოოდ, მან თავის დაღწევა მოახერხა.

სამართალდამცველების განცხადებით, ეს ფაქტი გამვლელებმაც დაინახეს და მათ 911-ზე დარეკეს, რის შემდეგაც თავდამსხმელი ავტომობილში ჩაჯდა და ადგილიდან მიიმალა.

პოლიცია მას აედევნა და საბოლოოდ, დააკავეს.

მას ბრალი წაუყენეს ძარცვისა და გატაცების მცდელობის საქმეში.

კაცმა ქალი გაძარცვა და მისი გატაცება სცადა - როგორ შეძლო თავდამსხმელისგან თავის დაღწევა: სათვალთვალო კამერამ ფლორიდაში სასტიკი დანაშაული დააფიქსირა