ავტორი:

"რეგიონი გაურკვეველი ბედისწერისგან იხსნა ამერიკულმა, არაბულმა და თურქულმა შუამავლობამ" - რა ხდება სირიაში: ბოლო ცნობები და ალ-შარას განცხადება

"რეგიონი გაურკვეველი ბედისწერისგან იხსნა ამერიკულმა, არაბულმა და თურქულმა შუამავლობამ" - რა ხდება სირიაში: ბოლო ცნობები და ალ-შარას განცხადება

დრუზების უფლებების დაცვა ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს, - ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა.

  • სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას განცხადებით, სირიის პრეზიდენტის სასახლესა და ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე განხორციელებული საჰაერო დარტყმებით "ისრაელმა მიზანში სამოქალაქო და სამთავრობო ობიექტები ამოიღო“.

"ჩვენ ომის არ გვეშინია. მთელი ცხოვრება გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ჩვენს ხალხს ვიცავთ, მაგრამ სირიელების ინტერესები ქაოსსა და ნგრევაზე წინ დავაყენეთ“, - განაცხადა აჰმედ ალ-შარაამ.

მისი თქმით, ისრაელის საჰაერო იერიშებმა "სიტუაციის ესკალაცია გამოიწვია“.

"ამერიკულმა, არაბულმა და თურქულმა ეფექტურმა შუამავლობამ რეგიონი გაურკვეველი ბედისწერისგან იხსნა", - აღნიშნა სირიის პრეზიდენტმა.

  • გაერო-ს უშიშროების საბჭო სირიაში არსებული კონფლიქტის განსახილველად დღეს შეიკრიბება - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ისრაელმა ოთხშაბათს დამასკოში ძლიერი საჰაერო დარტყმები განახორციელა, ააფეთქა თავდაცვის სამინისტროს ნაწილი და პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე ტერიტორია. ამასთან, ისრაელმა პირობა დადო, რომ გაანადგურებს სამთავრობო ძალებს, რომლებიც სამხრეთ სირიაში რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს, დრუზებს ესხმიან თავს, თუ ისინი სუვეიდას პროვინციას არ დატოვებენ.

დამასკო

"ისრაელის თავდაცვის ძალები მუშაობენ ჩვენი დრუზი ძმების გადასარჩენად და რეჟიმის ბანდების გასანადგურებლად“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელი „მოღალატეობრივ აგრესიაში“ დაადანაშაულა. შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ საბრძოლო მოქმედებები მალე შეწყდება.

"ჩვენ ჩავერთეთ სირიაში შეტაკებებში ჩართულ ყველა მხარესთან. შევთანხმდით კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ შემაშფოთებელ და საშინელ სიტუაციას დღეს საღამოს დაასრულებს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა მიესალმება „აშშ-სა და არაბული მხარეების მიერ განხორციელებულ ძალისხმევას მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად“.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებაზე ისრაელს კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ცნობით, სირიის ჯარებმა სუვეიდადან გასვლა დაიწყეს.

Reuters-ის წერს, რომ მიმდინარე კვირაში ქალაქ სუვეიდასა და მის შემოგარენში დრუზების მებრძოლებსა და მთავრობის უსაფრთხოების ძალებსა და ბედუინთა ტომების წევრებს შორის დაპირისპირებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

წაიკითხეთ ასევე: