შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 1981 წელს დაბადებული რ.ბ. და 1975 წელს დაბადებული ა.ჩ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარი სროლის შედეგად, ა.მ. ქვედა კიდურის არეში დაიჭრა, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნულ ყაჩაღურ თავდასხმას ორგანიზება გაუწია და დაგეგმა, ბრალდებულის სახით დაკავებულმა ა.ჩ.-მ.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ყაჩაღობის გზით დაუფლებული თანხის ნაწილი და ავტომობილი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორი ა.ჩ. და ყაჩაღური თავდასხმის შემსრულებელი რ.ბ. ბრალდებულების სახით დააკავეს.
გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.