თანამგზავრული ფოტოები მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავარ სარაკეტო სადგურზე ახალი საზღვაო ნავმისადგომის მშენებლობა დასრულდა, სადაც უახლესი სადაზვერვო თანამგზავრების გაშვება და სხვა რაკეტების გამოცდა ჩატარდა, - ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა 2022 წელს სოჰაეს ობიექტი დაათვალიერა და მისი მოდერნიზაცია და გაფართოება ბრძანა, რათა უზრუნველყოფილიყო სხვადასხვა რაკეტების, მათ შორის სამხედრო სადაზვერვო თანამგზავრების გადატანის შესაძლებლობის მქონე რაკეტების გაშვება.