ავტორი:

"დათვრა, ხალხს უყვიროდა, გოგონებს მასთან ერთად წასვლას სთხოვდა" - კონორ მაკგრეგორი მორიგ სკანდალში გაეხვა - ლეგენდარული მებრძოლი პაპარაცებმა იდუმალ ქალთან ერთად გადაიღეს

"დათვრა, ხალხს უყვიროდა, გოგონებს მასთან ერთად წასვლას სთხოვდა" - კონორ მაკგრეგორი მორიგ სკანდალში გაეხვა - ლეგენდარული მებრძოლი პაპარაცებმა იდუმალ ქალთან ერთად გადაიღეს

UFC-ის ლეგენდარულ მებრძოლს სკანდალები არ აკლდება. ამჯერად ის ღამის კლუბში, დაბადების დღის წვეულებაზე, იდუმალ ქალთან ერთად ინტიმურ გარემოში შენიშნეს. ცნობისთვის, კონორს ჰყავს პარტნიორი ქალი, დი დევლინი, რომელზეც დანიშნულია და რომელთანაც 4 შვილი ჰყავს, სწორედ ამიტომ სპორტსმენის ახალი რომანტიკული თავგადასავალი მედიის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი აღმოჩნდა.

"ის ძალიან მგრძნობიარე იყო მასთან. მსგავსი საქციელი დანიშნული მამაკაცისთვის ცოტა ზედმეტია. ისე იქცეოდა, თითქოს იმ ადგილს მართავდა, ხალხს თავის გარშემო აყენებდა და უყვიროდა“, - უყვება ირლანდიურ The Sun-ს წყარო.

წყაროს თქმით, მაკგრეგორი "გოგონებსაც უყვიროდა“.

  • "18 წლის გოგონების დაყოლიებაც კი სცადა, რომ მასთან წასულიყვნენ, რაზეც ისინი თავაზიანად უარს ამბობდნენ."

აღსანიშნავია, რომ კლუბის ინციდენტამდე, მაკგრეგორი ფლორიდის სანაპიროზე იდუმალ შავგვრემან ქალთან ერთად შენიშნეს.

წყარო