ტრაგედია დატრიალდა გურიაში. ლანჩხუთში 23 წლის თორნიკე წილოსანი მოულოდნელად გარდაიცვალა.
"დღეს ცრემლების წვიმა წამოვიდა ჩვენ პატარა ლანჩხუთში, ენა ჩაგვივარდა, მხოლოდ ყვირილი შეგვეძლო, გეძახდით, მამი… ლანჩხუთს 23 წლის თორნიკე წილოსანი არ ჰყავს" - წერენ სოციალურ ქსელში.
"გლოვობს მთელი ლანჩხუთი. უკარგესი ოჯახის შვილი, თორნიკე წილოსანი მოულოდნელად დაიღუპა. სიცხე ჰქონდა მაღალი და ამ ტემპერატურის ფონზე ძალიან ცუდად გახდა, მიიყვანეს კლინიკაში და დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც მოიცავს ლიმფურ სისტემასა და ძვლის ტვინს. მთელი ორგანიზმი დაშლილი ჰქონდა. მანამდე არანაირი პრობლემები არ ჰქონდა ჯანმრთელობის, არაფერს უჩიოდა.
41 ჰქონდა სიცხე, როცა კლინიკაში წაიყვანეს. ერთი კვირაც ვერ იცოცხლა ამის შემდეგ. სიმსივნე მოდებული ჰქონდა ყველგან, ფილტვზე, ღვიძლზე. ვერაფერი უშველეს. უკარგესი ახალგაზრდა დაგვაკლდა. მაგისტრატურაში სწავლობდა საგანგებოს უსაფრთხოება ჰქონდა დამთავრებული. მამამისიც სამაშველოში მუშაობს" - გვიყვებიან ოჯახის ახლობლები.