ტაილანდის პოლიციამ დააკავა ქალი, რომელსაც ბერებთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, შემდეგ კი ამ ქმედების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს მათგან ფულის გამოძალვის მიზნით იყენებდა.

პოლიციის ცნობით, ქალს ერთ-ერთ ბერთან 2024 წლის მაისში ჰქონდა ურთიერთობა. მოგვიანებით კი განუცხადა, რომ მისგან შვილი ჰყავდა და შვიდ მილიონ ბატზე მეტი ალიმენტი მოითხოვა. ხელისუფლების ცნობით, გადარიცხული თანხის უმეტესი ნაწილი აზარტული თამაშებისთვის იყო გამოყენებული.
სკანდალის შემდეგ, სანგჰას უზენაესმა საბჭომ (ტაილანდში ბუდიზმის მმართველი ორგანო) განაცხადა, რომ მონასტრული წესდების გადასახედად სპეციალურ კომიტეტს შექმნის.