ავტორი:

ნათია სხვიტარიძე SelectUSA Investment Summit 2024 დაესწრო, სადაც ბუღალტრული და ფინანსური სერვისები წარადგინა

ნათია სხვიტარიძე SelectUSA Investment Summit 2024 დაესწრო, სადაც ბუღალტრული და ფინანსური სერვისები წარადგინა

სექტორში, სადაც სიზუსტე, გამჭვირვალობა და სტაბილურობა მთავარ ფასეულობებად ითვლება, ნათია სხვიტარიძე საკუთარი ხედვითა და გაბედული ნაბიჯებით იქცა გამორჩეულ ფიგურად. იგი არ არის მხოლოდ წარმატებული ფინანსისტი ან ბუღალტერი — ის სისტემური ცვლილებების ავტორია, რომელმაც ბუღალტრული და ფინანსური სერვისები ახალ საფეხურზე აიყვანა და ქართულ ბაზარზე ევროპული სტანდარტების დანერგვა დაიწყო.

2021 წელს დაფუძნებული FAS Group სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში იქცა ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ორგანიზაციად საქართველოს ფინანსურ სექტორში. კომპანიის მიზანი თავიდანვე იყო მაღალი ხარისხის ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური მომსახურების უზრუნველყოფა, იმ სტანდარტით, რაც დამკვიდრებულია ევროპაში.

დღეს FAS Group წარმატებით ემსახურება 200-ზე მეტ ქართულ და ევროპულ კომპანიას და მტკიცედ მიიწევს წინ საერთაშორისო ბაზრებზე გასაფართოებლად. ნათია სხვიტარიძის ხელმძღვანელობით კომპანიამ უკვე მოახერხა ბუღალტრული სერვისების ექსპორტზე გატანა და ფილიალის გახსნა გერმანიაში — რაც უპრეცედენტო მოვლენაა ქართული ფინანსური სერვისების ისტორიაში.ნათია სხვიტარიძე ერთდროულად პროფესიონალი და მასწავლებელია. ლიდერი, რომელიც ქმნის ცვლილებები, რომელიც არ კმაყოფილდება მხოლოდ საკუთარი კომპანიის წინსვლით. ის აქტიურად არის ჩართული მთლიანად სექტორის განვითარებაში. ხშირად ატარებს სემინარებს, ვორქშოპებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს მეწარმეებთან, სტუდენტებთან და პროფესიონალებთან.

მისი მიზანია არა მხოლოდ კომპანიებისთვის აღრიცხვის გამარტივება, არამედ მეწარმეებისთვის ფინანსური განათლების გაზრდა და მთლიანი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება. როგორც თავად ამბობს, ბიზნესის წარმატების საფუძველი სწორ ფინანსურ აღრიცხვაშია და ეს კულტურა უნდა გავრცელდეს მთელ ქვეყანაში.

2024 წლის ივნისში ნათია სხვიტარიძე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მონაწილეობა მიიღო SelectUSA Investment Summit 2024-ში. სამიტს ხელმძღვანელობდა ელჩი რობინ დანიგანი, ხოლო საქართველოს დელეგაცია 45 ბიზნეს ლიდერისგან შედგებოდა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას, როგორც პლატფორმას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წასახალისებლად.

ნათიასთვის ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა. როგორც თავად ამბობს, მან მიიღო ყველა საჭირო ინფორმაცია, დაამყარა მაღალი დონის კავშირები და დღეს ოპტიმისტურად უყურებს ამერიკის ბაზარზე ფილიალის გახსნის პერსპექტივას. მიმდინარე პერიოდში უკვე მუშაობს შესაბამის სამართლებრივ და ფინანსურ მოდელებზე, რომლებიც კომპანიას საშუალებას მისცემს წარმატებით განახორციელოს საერთაშორისო გაფართოება.FAS Group-ის ფარგლებში ნათიამ უკვე წამოიწყო მუშაობა უნიკალურ ციფრულ პროდუქტზე — მობილურ აპლიკაციაზე, რომელიც მიზნად ისახავს ბუღალტრული პროცესების სრულ ავტომატიზაციას მეწარმეებისთვის.

როგორც ნათია ამბობს, ეს აპლიკაცია „ახალი სიტყვა იქნება ბუღალტრულ სფეროში“ და არსებითად გააუმჯობესებს მცირე და საშუალო მეწარმეთა ფინანსურ პროცესებს. აპლიკაცია გაუმარტივებს მომხმარებლებს საგადასახადო ვალდებულებების მართვას, ავტომატურად გაუწევს აღრიცხვას და დროულად მოამზადებს დეკლარაციებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მცირე ბიზნესი შეძლებს მნიშვნელოვანი დროისა და რესურსების დაზოგვას — უსაფრთხოდ, მარტივად და თანამედროვე სტანდარტებით.

ნათია სხვიტარიძე განასახიერებს იმ ტიპის მეწარმეს, რომელიც არ ელოდება ხელსაყრელ პირობებს. ის თავად ქმნის შესაძლებლობებს. მისი საქმიანობის მთავარი ღერძია სტაბილურობის მიღწევა მოქნილობით, რაც განსაკუთრებით აქტუალურია იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა და რეგულაციები ხშირად ცვალებადია.

ნათია სხვიტარიძის მაგალითზე ნათლად ჩანს, როგორ შეიძლება ქართველი ქალი ლიდერი არა მხოლოდ საკუთარ კომპანიას, არამედ მთლიანად სექტორს უძღვებოდეს ცვლილებებისკენ — ცოდნით, შრომით, ხედვითა და გაბედული გადაწყვეტილებებით.