ავტორი:

ერაყში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 61 ადამიანი ემსხვერპლა - ხანძარი იმ კომპლექსში გაჩნდა, რომელიც 5 დღის წინ გაიხსნა

ერაყში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 61 ადამიანი ემსხვერპლა - ხანძარი იმ კომპლექსში გაჩნდა, რომელიც 5 დღის წინ გაიხსნა

ერაყული მედიასაშუალებების ცნობით, აღმოსავლეთ ერაყის ქალაქ ქუთში მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ათეულობით ადამიანი დაიღუპა, ბევრმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ხანძარი იმ კომპლექსში გაჩნდა, რომელიც ხუთი დღის წინ გაიხსნა, ცეცხლი მალე მოედო რამდენიმე სართულს და შენობაში მყოფ ადამიანებს გასაქცევი გზა მოუჭრა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში კარგად ჩანს შენობის სახურავზე შეჯგუფებული ხალხი, რომლებიც გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებენ.

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 61-ს აღწევს, თუმცა სამაშველო სამსახურები დაკარგულებს ჯერ კიდევ ეძებენ.

წყარო