ავტორი:

ჩინეთი "მფრინავი" მატარებლის შექმნაზე მუშაობს - რაში მდგომარეობს პროექტი, რომელიც პეკინში წარადგინეს?

ჩინეთი "მფრინავი" მატარებლის შექმნაზე მუშაობს - რაში მდგომარეობს პროექტი, რომელიც პეკინში წარადგინეს?

ჩინეთი "მფრინავი" მატარებლის შექმნაზე მუშაობს, რომელმაც შეიძლება დიდ ბრიტანეთში მშენებარე მსოფლიოში ყველაზე სწრაფი, HS2 სახელით ცნობილი, სარკინიგზო ხაზი, მის ექსპლუატაციაში შესვლამდე, უკვე მოძველებულ ტექნოლოგიად აქციოს.

ჩინურმა სახელმწიფო კომპანია CRRC - მა გასულ კვირას პეკინში, მაგნიტური ლევიტაციის ე. წ. მაგლევის პრინციპზე დაფუძნებული მატარებლის პროტოტიპი წარმოადგინა, რომელსაც საათში 600 კმ. სიჩქარის განვითარება შეუძლია. ჩვეულებრივი მატარებლებისგან განსხვავებით, რომლებიც სიჩქარე იშვიათად აჭარბებს 320 კმ/სთ-ს, ახალი ტექნოლოგიით შემუშავებული მატარებლები, მაგნიტური ველის გამოყენებით სპეციალური რელსების ზედაპირიდან რამდენიმე მილიმეტრის დაშორებით “ილივლივებენ“ ჰაერში, რაც ხახუნის ეფექტს გამორიცხავს და სარკინიგზო შემადგენლობის დიდი სისწრაფით გადაადგილებას უზრუნველყოს.

CRRC პირველი ზესიჩქარიანი ხაზების ამოქმედებას, სადაც სისწრაფე 500 კმ/სთ-ს გადააჭარბებს, მომდევნო 5 წლის განმავლობაში გეგმავს, 2030-იან წლებში იგეგმება მისი იაპონური და ბრიტანული კონკურენტების ექსპლუატაციაში შესვლა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, მაგლევი მომავლის ტექნოლოგიაა, რომელიც დროთა განმავლობაში მთლიანად ჩაანაცვლებს ტრადიციულ სწრაფმავალ მატარებლებს, მათ შორის HS2- საც. მაგალითისთვის თუ ლონდონიდან ბირმინგემამდე მისვლას HS2-ის შემადგენლობა 50 წუთის მოანდომებს, მაგლევს ამისთვის მხოლოდ 25 წუთი დასჭირდება. კომპანიის ინჟინრების თქმით, ახალი ტიპის მატარებელი პირველ რიგში მგზავრთა იმ კატეგორიისთვისაა შექმნილი, ვისაც თვითმფრინავის გამოყენება არ სურს, მაგრამ 2000 კმ-ს ფარგლებში უსწრაფესი გადაადგილება სჭირდება.

საინტერესოა რომ მაგლევის პირველი მოქმედი კომერციული ხაზი ბრიტანეთში შეიქმნა, ის ორი ინჟინერის, ამერიკელი რობერტ გოდარდის და ბრიტანელი ერიკ ლეითვეიტის კვლევებს ეფუძნებოდა, ლიანდაგის სიგრძე მხოლოდ 2 000 ფუტს შეადგენდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 42კმ/სთ იყო, პროექტი 1984 წელს გაუქმდა. მეორე მცდელობა უკვე გერმანიაში იყო, მაგრამ 2006 წელს Transrapid-ის სახელწოდების მქონე მაგლევი ტექნიკური გაუმართავობის გამო ავარიაში მოჰყვა, რის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა და ხაზი დაიხურა.

წყარო