ავტორი:

27 წლის რუსი "ინფლუენსერის" მდიდრული წვეულება ბათუმში, ციხიდან გათავისუფლებული 60 წლის ქმრის დასახვედრად, რომელთანაც 21 შვილი ჰყავს - რას წერს მედია ოზთურქის ოჯახზე

27 წლის რუსი "ინფლუენსერის" მდიდრული წვეულება ბათუმში, ციხიდან გათავისუფლებული 60 წლის ქმრის დასახვედრად, რომელთანაც 21 შვილი ჰყავს - რას წერს მედია ოზთურქის ოჯახზე

თითქმის ორი წლის შემდეგ, სოციალური მედიიდან გაუჩინარებული, რუსი "დედა-ინფლუენსერი", რომელსაც კრიმინალი მილიონერი მეუღლისგან სუროგაციის გზით 21 შვილი შეეძინა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში დაბრუნდა.

  • 27 წლის, კრისტინა ოზთურქი, ინსტაგრამზე დრამატულად დაბრუნდა, რათა აღენიშნა თურქი მეუღლის, ავტობუსების ბარონის, გალიპ ოზთურქის ციხიდან გათავისუფლება. გალიპმა ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებებისთვის რვაწლიანი სასჯელიდან მხოლოდ ორი წელი მოიხადა.

გალიპი დაიბადა 1965 წელს სამსუნის აივაჯიკის რაიონში და არის Metro Turism-ის დამფუძნებელი, თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საქალაქთაშორისო სამგზავრო გადამყვანი კომპანიის. ის 2018 წელს სტამბოლიდან საქართველოში გაიქცა მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მისი სამუდამო პატიმრობის განაჩენი Metro Turism-ის თანამშრომლის – ქუვეით ქოსეოღლუს – 1996 წელს შეკვეთილი მკვლელობის ბრალდებით.

გალიპის პატიმრობის ფონზე თვეების განმავლობაში სოციალურ ქსელში სიჩუმის შემდეგ კრისტინას ბოლო ინსტაგრამ პოსტი 2023 წლის ნოემბრით თარიღდება – კრისტინამ გუშინ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს ოჯახის მზადება გალიპის დასახვედრად.

"ეს მოხდა“, – დაწერა კრისტინამ ვიდეოს ქვეშ, სადაც ჩანს, როგორ ემზადება ის მეუღლისთვის, ხოლო ოჯახის სხვა წევრები – მათ შორის გალიპის ზრდასრული შვილები წინა ქორწინებიდან – მამის შესახვედრად თურქეთიდან საქართველოში ჩამოვიდნენ.

ვიდეო რეალურად 28 ივნისით თარიღდება, რადგან სწორედ ამ დღეს დატოვა ოზთურქმა საპატიმრო. ამ მოვლენის აღსანიშნავად, კრისტინამ მდიდრული წვეულება მოაწყო სახლში, ბათუმში – სადაც გალიპი და კრისტინა ცხოვრობენ. 60 წლის გალიპი, ცოლზე 32 წლით უფროსია.

თურქულმა მედია საშუალებამ Haberler-მა 30 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქალაქთაშორისო ავტობუსების სერვისის Metro Tourism-ის დამფუძნებელი ციხიდან "მეთვალყურეობის ქვეშ გათავისუფლებით" გაათავისუფლეს.

გამოცემის მიერ მოპოვებულ კამერის ბუნდოვან კადრებში ჩანს მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ გალიპია და თავის ნათესავებს ეხვევა, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულების „კართან“ ელოდნენ, სანამ მანქანით გაემგზავრებოდა.

კრისტინა წარმოშობით მოსკოვიდან არის და გალიპს საქართველოში, ბათუმის დასვენებისას შეხვდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში, კრისტინამ მათი პირველი შეხვედრა აღწერა, როგორც ერთი ნახვით სიყვარული, და დასძინა, რომ თურქი ბიზნესმენი იყო მისი "მენტორი, მეგზური და ზღაპრული პრინცი ერთად თავმოყრილი".

გალიპმა დაამატა: "მასთან ყოფნა ძალიან მარტივია, ის ყოველთვის იღიმის და ამავე დროს არის მორცხვი და იდუმალი. ის ისეთი ცოლი იყო, როგორიც ყოველთვის მინდოდა, ის ბრილიანტია, რომელშიც დავინახე, სუფთა და კეთილი გული".

წყვილისთვის მოვლენები სწრაფად განვითარდა, კრისტინა და მისი პატარა ქალიშვილი ვიკა გალიპთან ერთად ბათუმში გადავიდნენ საცხოვრებლად.

კრისტინას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გალიპი მასზე 32 წლით უფროსი იყო და საკუთარი ზრდასრული შვილები ჰყავდა, ოჯახისგან წინააღმდეგობა არ ჰქონია.

წყვილი 2021 წელს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც კრისტინამ დაწერა, რომ 2020 წლის მარტიდან 2021 წლის ივლისამდე 168,000 ევრო დახარჯეს სუროგატებზე – მათგან 20 ბავშვი ერთ წელიწადში დაიბადა.

კრისტინამ ასევე განაცხადა, რომ ის და გალიპი 105 ბიოლოგიური შვილის გაჩენას გეგმავდნენ – ყველა სუროგაციის გზით – სანამ ბიზნესმენს დააპატიმრებდნენ.

გაქცეული ბიზნესმენი 2018 წლიდან თურქეთის ხელისუფლებას საქართველოში ემალებოდა, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

გალიპის დაპატიმრებიდან მალევე, კრისტინამ ასევე აღიარა, რომ უჭირდა უფროსი ქალიშვილის, ვიკასთვის, აეხსნა, რაც მოხდა.

მომდევნო თვეში, კრისტინა უფროს შვილ მუსტაფასთან ერთად გალიფის მოსანახულებლად ციხეში წავიდა. "თითქოს ახალდაქორწინებულები ვიყავით“, – წერდა კრისტინა და იხსენებდა იმ მომენტს, როდესაც თავისი დაპატიმრებული ქმარი დაინახა. "ორივე ვნერვიულობდით, ხელისგულები ოფლიანი გვქონდა, აზრები გვერეოდა.."

2023 წლის სექტემბერში ქალმა კიდევ ერთი პოსტი დაწერა გალიპის დეიდის მიერ ოჯახის მონახულების შემდეგ.

"რთული დროა, და ახლობლებთან ურთიერთობა განსაკუთრებით ძვირფასი ხდება. ჩვენ ყველას გვჭირდება მხარდაჭერა და გაგება. როდესაც ახლობლები გვეხმარებიან რთული დროის გადალახვაში, ეს მართლაც შესანიშნავია. სიყვარული გვეხმარება სირთულეების დაძლევაში და ჩვენს ცხოვრებას უფრო ნათელს ხდის.“

შემდეგი შვიდი თვის განმავლობაში "ინფლუენსერი დედა“ თავის სოციალური მედიის არხებს აახლებდა ინფორმაციით ოზთურქის სამართლებრივი პროცესების შესახებ, ასევე აქვეყნებდა ამბებს შვილების შესახებ და მოსაზრებებს სუროგაციისა და მშობლობის შესახებ.

შემდეგ ის გაქრა. ბოლოს კრისტინამ თავის ინსტაგრამზე პოსტი 2023 წლის 14 ნოემბერს გამოაქვეყნა თავისი უფროსი ქალიშვილის, ვიქტორიას, მეცხრე დაბადების დღის აღსანიშნავად.

გერებისგან განსხვავებით, ვიქტორია სუროგაციის გზით არ დაბადებულა; ის 2014 წელს კრისტინას წინა ქორწინებიდან დაიბადა.

თავისი უფროსი შვილის, ვიკას, და ვაჟის, მუსტაფას, გარდა, კრისტინას ბიოლოგიური შვილები არიან მარიამი, აირინი, ელისი, ჰასანი, ჯუდი, ჰარპერი, ტერეზა, ჰუსეინი, ანა, იზაბელა, ისმაილი, მეჰმედი და აჰმედი.

მისი და გალიპის უმცროსი შვილი, ქალიშვილი ოლივია, 2021 წლის იანვარში დაიბადა.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: