რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. ავიაკატასტროფის შესახებ დეტალებზე გამოცემა 10news.com წერს.
სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ერთძრავიანი შვეულმფრენი Cessna TTX გასულ კვირას რამონადან აფრინდა, მონტგომერ გიბსის აეროპორტთან მიახლოების ნებართვის მიღების შემდეგ, მფრინავმა კავშირი დაკარგა.
ავიაციის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი სავარაუდოდ, ავტოპილოტზე მუშაობდა მას შემდეგ, რაც მფრინავი ქმედუუნარო გახდა. მიიჩნევა, რომ მფრინავი ბორტზე მარტო იმყოფებოდა.
Scripps Research-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პიტერ შულცმა, რომელიც თვითმფრინავის მფლობელია, თქვა რომ ცოტნე ჯავახიშვილი მისი მეგობარი და გამოცდილი მფრინავი იყო.