ექსკლუზიური შეთავაზება თბილისის მულტიფუნქციურ აკვაპარკში — Gino’s Friends

ექსკლუზიური შეთავაზება თბილისის მულტიფუნქციურ აკვაპარკში — Gino’s Friends

„ჯინო აკვაპარკი“ მომხმარებლებს სრულიად ახალ და განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ეს არის აკვაპარკის არსებობის ისტორიაში პირველი ექსკლუზიური შანსი, 6 თვის განმავლობაში ისარგებლოთ ულიმიტო წვდომით თითქმის ყველა სივრცესა და მომსახურებაზე.

შეთავაზება მოქმედებს შემოდგომა-ზამთრის სეზონზე და მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, 6 თვის განმავლობაში ყოველდღიურად ეწვიონ აკვაპარკს, მონაწილეობა მიიღონ აქტივობებში და ისარგებლონ ყველა ატრაქციონით, აუზითა თუ შოუთი, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

როგორც აკვაპარკში განმარტავენ, Gino’s Friends პასუხობს მომხმარებელთა მზარდ ინტერესს მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი დასვენების ფორმების მიმართ. შეთავაზების მიზანია, მაქსიმალურად გაიზარდოს მომხმარებელთა კმაყოფილება და „ჯინოს“ სივრცეებზე ხელმისაწვდომობა.

Gino Friends-ის შეძენა შესაძლებელი იქნება სამ ეტაპად:

  • 21 ივლისიდან 3 აგვისტომდე – 589 ლარი
  • 4 აგვისტოდან 17 აგვისტომდე – 689 ლარი
  • 18 აგვისტოდან 31 აგვისტომდე – 789 ლარი

აღსანიშნავია, რომ შეთავაზება ხელმისაწვდომია 6 წლიდან. თითოეულ მომხარებელს საჩუქრად გადაეცემა დამატებითი ვიზიტი აგვისტოს ბოლო კვირაში (25-დან 31 აგვისტომდე).

„ჯინო აკვაპარკი“ მუდმივად აახლებს სივრცეებსა და სერვისებს. სტუმრებს წლის განმავლობაში სხვადასხვა გასართობ ღონისძიებასა და შოუს სთავაზობს, როგორიცაა: ქაფის შოუ, ცოცხალი მუსიკა, ტამტამების შოუ და სხვა. Gino’ს Friends-ის პაკეტის მფლობელებს აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება შეეძლებათ.

აკვაპარკის ტერიტორიაზე განთავსებულია:

  • ტალღოვანი აუზი
  • აუზი ველური მდინარით
  • გარე საბავშვო ზონა ტობოგანითა და სასრიალოებით
  • პანორამული აუზი ბარით
  • ბავშვთა წყლის პარკი გასართობი ატრაქციონებით
  • სარელაქსაციო აუზი ჰიდრომასაჟორებით
  • აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი — 31-მეტრიანი ტობოგანი, 6 სლაიდითა და სხვადასხვა სიჩქარით

როგორც აკვაპარკში აცხადებენ, Gino’s Friends მხოლოდ ამ სეზონის შეთავაზება არ არის. პაკეტი გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე განახლებული ვერსიით დაბრუნდება.

R