ბოსტონში გამართული Coldplay-ის კონცერტი სოციალურ ქსელებში განხილვის თემად იქცა მას შემდეგ, რაც Astronomer-ის აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი, რომელიც დაქორწინებულია, კამერამ კონცერტზე სხვა ქალთან ერთად, ინტიმურ მომენტში დააფიქსირა.
ამ ვიდეომ სავარაუდოდ, ენდი ბაირონის მეუღლე, მეგან კერიგან ბაირონი გააოცა.
როდესაც დიდ ეკრანზე წყვილი გამოჩნდა, ქალმა ჯერ თვალებზე ხელები აიფარა, შემდეგ უკან შებრუნდა, მამაკაცმა კი დაბნეულობისგან აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა.

ვიდეოს გავრცელებიდან მალევე ყურადღებამ სწრაფად გადაინაცვლა ბაირონის მეუღლეზე, მეგან კერიგან ბაირონზე.
ქალის პროფილი ფეისბუქზე, სადაც მანამდე არაერთი ოჯახური ფოტო იყო, საჯაროდ ხელმისაწვდომი აღარ არის.
თუმცა ანგარიშის დახურვამდე მეგანმა ერთი ცვლილება შეიტანა - მან პროფილის სახელიდან წაშალა ქმრის გვარი, "ბაირონი“ და ახლა მხოლოდ მეგან კერიგანი უწერია.