Build-A-Bear-ი უკვე საქართველოშია - 19 ივლისს, 12:00 საათზე „გალერია თბილისის“ XS სათამაშოების მაღაზიაში ბრენდის ოფიციალური სახელოსნო იხსნება.
ბრენდის სახელოსნო ექსკლუზიურად მხოლოდ XS სათამაშოებში იქნება წარმოდგენილი.
პატარა სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად შეარჩიონ სასურველი დიზაინისა და ფორმის სათამაშო და თვალი მიადევნონ მისი დამზადების საინტერესო და სახალისო პროცესს. პატარების თვალწინ შექმნილი სათამაშო კი მათი საყვარელი კომპანიონი გახდება.
Build-A-Bear-ი ამერიკული ბრენდია, რომელიც ბაზარზე პირველ 1997 წელს გამოჩნდა. მისმა უნიკალურმა კონცეფციამ, მომხმარებელმა თავად აირჩიონ სათამაშოს დიზაინი და თვალი მიადევნოს მისი შექმნის პროცესს, ბრენდს მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვა სახელი. ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით Build-A-Bear Workshop-ს 400-ზე მეტი ფილიალი აქვს.
როგორ იქმნება Build-A-Bear-ის სათამაშო სპეციალური აპარატის დახმარებით?
Build-A-Bear-ის მაღაზიაში შესვლისას, ბავშვები და მათი მშობლები გადიან უნიკალურ პროცესს, 6 მარტივ ნაბიჯს, თუ როგორ შექმნან უნიკალური რბილი მეგობარი:
ეს არის უნიკალური გამოცდილება და ემოციები ბავშვებისა და უფროსებისთვის, რომელიც არ მეორდება! ჩაინიშნე 19 ივლისი და არ გამოტოვო Build-A-Bear-ის სახელოსნოს გახსნა „გალერია თბილისში“!
R