რით განსხვავდება ნედლად შებოლილი ძეხვი სხვა ტიპის ძეხვეულისგან: როგორ შევარჩიოთ გემრიელი და ხარისხიანი პროდუქტი

რით განსხვავდება ნედლად შებოლილი ძეხვი სხვა ტიპის ძეხვეულისგან: როგორ შევარჩიოთ გემრიელი და ხარისხიანი პროდუქტი

ქართულ ბაზარზე სულ უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება პრემიუმ ხარისხის, მაღალი გემოვნური სტანდარტების მქონე ძეხვეულზე, განსაკუთრებით კი ნედლად შებოლილი ძეხვის კატეგორიაში. მაგრამ რა განასხვავებს ნედლად შებოლილ ძეხვს ჩვეულებრივი ან მოხარშული ძეხვეულისგან? როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი პროდუქტი მაღაზიაში?

რა არის ნედლად შებოლილი ძეხვი?

ნედლად შებოლილი ძეხვები, როგორიცაა სალიამი, ჩორიზო, პეპერონი… მზადდება უმი ხორცისგან და არ გადის თერმულ (ანუ მაღალ ტემპერატურაზე) დამუშავებას.

ეს ძეხვეული შრება და მწიფდება სპეციალურ პირობებში - დაბალ ტემპერატურაზე და სტაბილურ ტენიანობაში, რამდენიმე კვირიდან - თვემდე პერიოდში.

მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ხორცი, მარილი და სასარგებლო კულტურები უზრუნველყოფენ მის ბუნებრივად დამწიფებას. ზოგჯერ, ძეხვს ბუნებრივად ბოლავენ, მაგალითად, წიფლის ხის კვამლით, რაც მას ანიჭებს უნიკალურ სურნელსა და გემოს. .

შედეგად ვიღებთ მტკიცე ტექსტურის, ღრმა გემოს და ხასიათის მქონე ძეხვს, რომელიც ხშირად მიირთმევა თხლად დაჭრილი – როგორც აპეტაიზერი, სასუსნავი ან სენდვიჩების შიგთავსი.

ნედლად შებოლილი ძეხვის ძირითადი მახასიათებლები:

  • უმაღლესი ხარისხის ხორცი: ხშირად იყენებენ ღორის ან საქონლის ხორცს, ზოგჯერ ორივეს ნაზავს, რაც ძეხვს მდიდარ და დაბალანსებულ გემოს აძლევს
  • ბუნებრივი სანელებლები: ნიორი, შავი პილპილი, წითელი პაპრიკა, თეთრი ღვინო ან ძმარი, რაც ძეხვს რეგიონული არომატით ავსებს.
  • სავენტილაციო გარემო: ძეხვი შრება ნელა და ბუნებრივად, სწორად გაკონტროლებულ ტენიანობასა და ტემპერატურაზე, რაც უზრუნველყოფს მის სტრუქტურასა და გემოს.
  • გამოხატული არომატი და ტექსტურა: ახასიათებს მტკიცე, ოდნავ ღეჭვადი ტექსტურა, მკვეთრი არომატი და გემო.
  • წიფლის ნახერხზე შებოლვა: ანიჭებს უნიკალურ გემოსა და არომატს.
  • შენახვისას გემო: დროთა განმავლობაში კიდევ უფრო უმჯობესდება;
  • შეეფერება გურმანებს: ვისაც უყვარს გემოს აღქმა და განსაკუთრებული ტექსტურა.

როგორ შევარჩიოთ ნედლად შებოლილი ძეხვი სწორად?

  1. ყურადღება მიაქციეთ შეფუთვას. ძეხვი უნდა იყოს ჰერმეტულად შეფუთული, მყარ შეფუთვაში ან ვაკუუმურ პაკეტში;
  2. შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს პროდუქტის წარმოშობა, შემადგენლობა და ვადა.
  3. გაითვალისწინეთ გემოებისა და სანელებლების სტილი. ზოგი ძეხვი უფრო რბილია მაგალითად, „ტოსკანო“. ზოგი კი უფრო ცხარე და ინტენსიური გემოთი, როგორც „პეპერონი“.
  4. არ უნდა ჰქონდეს ზედმეტად ცხიმიანი ან ზეთოვანი ლაქები;

სცადეთ ადგილობრივი მწარმოებლის პროდუქცია

ქართულ ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია მაღალი ხარისხის ნედლად შებოლილი ძეხვები ადგილობრივი ბრენდებისგან, რაც იმპორტულთან შედარებით ბიუჯეტურია და არანაკლებ გემრიელი. მაგალითად, ახალი ქართული ბრენდი შეფმაისტერის“ პრემიუმ ძეხვეულის ხაზი - ქართული ბაზრის ახალი აღმოჩენაა. ბრენდმა ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ქართულ ბაზარზე ნედლად შებოლილი ძეხვების ხაზი, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ შეფუთვის დიზაინითა და სახელებით, არამედ რეალური ხარისხითა და გემოთი, რომელიც ევროპულ ტრადიციებზეა დაფუძნებული.

შეფმაისტერის ხაზი მოიცავს ისეთ სახეობებს, როგორიცაა:

  1. სალჩნონი - ესპანური წარმოშობის, ზომიერად ცხარე ძეხვი, რომელსაც მუსკატის კაკალი განსაკუთრებულ არომატს აძლევს. შებოლილია წიფლის ნახერხზე და იდეალურად უხდება ზეთისხილსა და ყველს.
  2. ტოსკანო - იტალიური კლასიკა შეფმაისტერისგან. ბუნებრივად გამომშრალი, სანელებლებით დახვეწილი გემო - საუკეთესოა წითელ ღვინოსთან მისაყოლებლად.
  3. სალიამი სტიკადო - თხელი, მკვრივი და არომატული, იტალიური რეცეპტით მომზადებული ძეხვი. ლუდთან და მეგობრებთან წასახემსებლად საუკეთესოა.
  4. პეპერონი - პიკანტური გემოს მოყვარულებისთვის. იბოლება 30 დღის განმავლობაში, განსაკუთრებული ტექნოლოგიით.
  5. სალიამინო აგრიჯენტო - სიცილიის შთაგონებით შექმნილი ძეხვი, მდიდარი არომატით და მკვრივი ტექსტურით. მომზადებულია თერმული დამუშავების გარეშე, ბუნებრივი შრობით.
  6. სალიამი პიკოლინი – მცირე ზომის გემრიელი ძეხვი, იდეალური პიკნიკის ან ოჯახური შეხვედრებისთვის. გემოს პრაქტიკული არჩევანი, რომელიც ყოველთვის შეგიძლია თან გქონდეს.

როგორ მივირთვათ ნედლად შებოლილი ძეხვი?

  • დაჭერით ძალიან თხელ რგოლებად;
  • მიირთვით ყველთან, ლავაშთან, ნიგოზთან ან ხმელ ხილთან (ჩირი);
  • შეუხამეთ ღვინოს, ლუდს ან მუქ ჩაის;
  • გამოიყენეთ სენდვიჩებში, ცივი აპეტაიზერების დაფებზე ან სალათებში.

სწორად შერჩეული ნედლად შებოლილი ძეხვი არამარტო გემრიელია, არამედ რჩება ხანგრძლივი დროით საყოფაცხოვრებო მაცივარში. მდიდარი არომატებით, ის ოჯახური შეხვედრის განსაკუთრებული ელემენტია.

NS