დერმატოლოგები ხშირად გვაფრთხილებენ, რომ უსაფრთხო რუჯი არ არსებობს და ნებისმიერი ხარისხის ნამზეური კანის უჯრედების დაზიანებას ნიშნავს. უფრო დეტალურად განვიხილოთ, რას გულისხმობენ ექიმები და რა სახის რისკის ქვეშ ვართ, თუ გარუჯვა გვიყვარს.

რუჯი წარმოიქმნება UVA/UVB სხივების ზემოქმედებით, რაც პირდაპირ აზიანებს დნმ-ს და კანის პიგმენტი იცვლება უჯრედში ჟანგბადის რეაქტიული სახეობების წარმოქმნის ხარჯზე. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მათ შორის კანის დაავადებებიც თავიდან აცილებადია, თუ მუდმივად გამოვიყენებთ მზისგან დამცავ საშუალებებს, იქნება ეს ქალაქში, მთაში, ზღვის სანაპიროზე თუ შენობაშიც კი.
თუ ზღვისა და ნამზეურის გარეშე ზაფხული ვერ წარმოგვიდგენია, რეკომენდებულია, მოვერიდოთ შუა დღის მზეს და სანაპიროზე დილით ადრე ან საღამოს საათებში გავიდეთ, როცა ულტრაიისფერი სხივები ნაკლებად ინტენსიურია.
აღსანიშნავია, რომ UVA/UVB სხივები აზიანებს არა მხოლოდ კანს, არამედ უარყოფითად მოქმედებს ზოგადად ორგანიზმზე, ახდენს უკვე არსებული გართულებების გამწვავებას, პოტენციურად ზრდის თვალის დაავადებების რისკს, რომ არაფერი ვთქვათ სიმსივნის რისკებზე, საიდანაც მელანომა პირველ ადგილზეა.
კანის გართულებებთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე დასაყვანად საუკეთესო საშუალებაა SPF-ის გამოყენება, განსაკუთრებით სანაპიროზე ყოფნისას. მზისგან დამცავი ფაქტორი აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ დროის დიდ ნაწილს ქოლგის ქვეშ ვატარებთ და სათვალეს ვიყენებთ. გვახსოვდეს, რომ მზის მავნე ზემოქმედებისგან ქოლგაც ვერ გვიცავს. მას მხოლოდ და მხოლოდ 5-10-იანი SPF აქვს, შესაბამისად, მარტივად შეიძლება მივიღოთ დამწვრობა. ერთადერთი „კანის მაშველი“, რომელიც ამ დროს გადაგვარჩენს, SPF-ის მოხმარებაა როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში.
ზაფხულის სეზონზე გარუჯვის აქტუალურობიდან გამომდინარე შეგირჩიეთ რამდენიმე ეფექტური „კანის მაშველი“ სხვადასხვა ბიუჯეტისა და კანის ტიპის მიხედვით:

პოლონური ბრენდი „ფარმასერისი“ წლებია, კანის მოვლის ენთუზიასტებში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს თავისი ფორმულების, ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გამო.
მისი მზისგან დამცავი საშუალებები თავსებადია როგორც ბავშვის, ასევე ზრდასრულის ნებისმიერი ტიპის კანთან, მათ შორის დელიკატურ, მგრძნობიარე და პრობლემურთანაც კი, რაც ბრენდს განსაკუთრებით ევროპის მასშტაბით, სადაც ხარისხი პრიორიტეტია, პოპულარულს ხდის.
„ფარმასერისი“ ჩვენს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი და მისმა მზისგან დამცავმა და კანის მოვლის სხვა საშუალებებმა მალევე მოიპოვა აღიარება.
კანის ეფექტურად დასაცავად შეგიძლიათ გამოიყენოთ „ფარმაცერისის“ SPF30 ან საბავშვო SPF50. სანაპიროზე ყოფნისას კრემი დაიტანეთ ყოველ 2 საათში ერთხელ და წყლიდან ყოველი ამოსვლის შემდეგ.

ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი „ბიოდერმა“ ერთ-ერთი წამყვანია მზისგან დამცავი და რუჯის შემდგომი პროდუქციის წარმოებაში. მისი ფორმულებიც „ფარმასერისის“ მსგავსად გამოირჩევა თავსებადობით ყველა ტიპის კანთან, არის ჰიპოალერგიული და ეფექტური.
წელს სანაპიროზე „კანის მაშველად“ თქვენთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბიოდერმა Photoderm ულტრა ლოსიონი SPF50+ , რომელიც ეფექტურად გვიცავს უჯრედების ცვლილებებისა და ოქსიდაციური სტრესისგან, 8 საათის განმავლობაში ატენიანებს და ამშვიდებს კანს, ხსნის გაღიზიანების შეგრძნებას.
სახის კანისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ Photoderm AKN SPF30, რომლის უნიკალური ფორმულა გვიცავს პიგმენტური ლაქების წარმოქმნისგან, აძლიერებს დამცველობით ფუნქციას, ამცირებს მზისგან კანის უჯრედების დაზიანების რისკს, არეგულირებს ცხიმის წარმოქმნას და იცავს ფორებს დახშობისგან.
პატარების კანის დაცვაში კი დაგვეხმარება Photoderm-ი SPF50+-ით, რომლის ეფექტური ფორმულა უზრუნველყოფს კანის უჯრედების დაცვას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მას აქვს ანტი UVA/UVB სისტემები, რომლებიც უსაფრთხოდ იცავს ბავშვს დამწვრობისგან. მისი გამოყენება რეკომენდებულია 1 წლიდან.

Village11 კორეული ბრენდია, რომელიც გამორჩეული და ეფექტიანი ფორმულებითა და პროდუქტებით კანის მოვლას კიდევ უფრო ამარტივებს. მისი მზისგან დამცავი კრემი გაჟღენთილია Centella Asiatica-ს ექსტრაქტით, რომელიც ამშვიდებს კანს და პარალელურად უზრუნველყოფს UV დაცვას.
ევროპული თუ კორეული მზისგან დამცავი „კანის მაშველები“ თავიანთი ეფექტური ფორმულებით დაგვეხმარება, მშვიდად და უსაფრთხოდ გავატაროთ ზაფხულის ცხელი დღეები ზღვის სანაპიროზე.
R