თბილისში, პეკინის ქუჩაზე, #36 ნომერში, სადაც სასტუმრო "გრინ ქვინ ჰოტელი“ მდებარეობს, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, სასტუმროში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
პარალელურად საგამოძიებო მოქმედებები ტარდება დოლიძის ქუჩაზე, #48-ში მდებარე "სტარ აიტის“ აკადემიაშიც. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აღნიშნულ მისამართზე, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრია განთავსებული.
დამატებით დეტალებს "ინტერპრესნიუსი“ შესაბამის უწყებებში არკვევს.
იხილეთ ასევე: