რუსებმა ოდესას დრონების გამოყენებით დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის მერზე, გენადი ტრუხანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტრუხანოვის ცნობით, რუსულმა ძალებმა ქალაქ ოდესაზე თავდასხმა 20-ზე მეტი დრონის გამოყენებით განახორციელეს, რის შედეგადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
ოდესის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.