ავტორი:

უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული 11 ბავშვი დაიბრუნა - რას წერს ერმაკი

უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული 11 ბავშვი დაიბრუნა - რას წერს ერმაკი

უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული 11 ბავშვი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

  • "უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთის ფედერაციიდან 11 უკრაინელი 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვი დაიბრუნა“, - წერს ანდრეი ერმაკი.

ანდრეი ერმაკმა შუამავლობისთვის კატარს მადლობა გადაუხადა.

"უკრაინა არ გაჩერდება მანამ, სანამ ჩვენი ყველა ბავშვი სახლში არ დაბრუნდება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.