ავტორი:

რომანტიკული სკანდალის შემდეგ ენდი ბაირონი თანამდებობიდან გაათავისუფლეს - "ჩვენ ერთგული ვართ იმ ღირებულებებისა, რომლებიც დაარსების დღიდან გვაქვს"

რომანტიკული სკანდალის შემდეგ ენდი ბაირონი თანამდებობიდან გაათავისუფლეს - "ჩვენ ერთგული ვართ იმ ღირებულებებისა, რომლებიც დაარსების დღიდან გვაქვს"

"ასტრონომერის“ აღმასრულებელი დირექტორი, ენდი ბაირონი რომანტიკულ სკანდალში გახვევის შემდეგ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს - ვიდეოში, რომელიც თავდაპირველად მასაჩუსეტსის შტატის ფოქსბოროში, სტადიონის გიგანტურ ეკრანზე გამოჩნდა, წყვილი ერთმანეთს ეხვევა, თუმცა ეკრანზე გამოჩენის შემდეგ, მოულოდნელად იხრებიან და კამერას ემალებიან.

  • Astronomer-ის - 1.3 მილიარდ დოლარზე მეტად შეფასებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი დაქორწინებულია. ის ფირმას 2023 წლის შუა რიცხვებიდან ხელმძღვანელობს და მსხვილი კორპორაციებისთვის მონაცემთა ინტეგრაციის ინსტრუმენტებს ავითარებს.

კრისტინ კაბოტი, მისი სავარაუდო თანამგზავრი კონცერტზე, Astronomer-ის პერსონალის მთავარი ოფიცერია (Chief People Officer).

სოციალური მედიის მომხმარებლებმა გაარკვიეს, რომ კაბოტი LinkedIn-ის ფოტოზე საქორწინო ბეჭედს ატარებს, თუმცა მისი ოჯახური მდგომარეობა დადასტურებული არ არის. არც ერთს საჯაროდ არ გაუკეთებია კომენტარი ვირუსულ ვიდეოზე ან რომანის ჭორებზე.

პარასკევს, კომპანიამ X-ზე დაადასტურა, რომ მისი აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი გაათავისუფლეს. სკანდალიდან ორი დღის შემდეგ, Astronomer-მა განცხადება გაავრცელა:

"ასტრონომი ერთგულია იმ ღირებულებებისა და კულტურისა, რომლებიც ჩვენი დაარსების დღიდან გვაქვს", - ნათქვამია განცხადებაში. "დირექტორთა საბჭომ ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიება დაიწყო და დამატებითი დეტალები ძალიან მალე გვექნება.“

წყარო

წაიკითხეთ ასევე: