ავტორი:

"მინისტრმა უკრაინული და ქართული მხარეების გაფრთხილების გარეშე, რუსეთიდან უკრაინის მოქალაქეების ფაქტობრივ "გამოყრაზე" მაცნობა" - ზელენსკი

"მინისტრმა უკრაინული და ქართული მხარეების გაფრთხილების გარეშე, რუსეთიდან უკრაინის მოქალაქეების ფაქტობრივ "გამოყრაზე" მაცნობა" - ზელენსკი

ანდრეი სიბიგამ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ მაცნობა, რაც რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების „გამოყრას“ უკავშირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

"მინისტრმა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ მაცნობა, რაც უკრაინული და ქართული მხარეების წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რუსეთის ტერიტორიიდან დოკუმენტაციის გარეშე უკრაინის მოქალაქეების ფაქტობრივ „გამოყრას“ უკავშირდება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად უკრაინელი დიპლომატები მუშაობენ.

„კერძოდ, ესენი არიან უკრაინელები, რომლებიც რუსებმა გაათავისუფლეს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ციხეებიდან და კოლონიებიდან“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.