ავტორი:

ტომ კრუზი შეყვარებულთან ერთად ესპანეთში ისვენებს - "ტომი ანას საჩუქრებით ავსებს. ეს მისი სტილია"

ტომ კრუზი შეყვარებულთან ერთად ესპანეთში ისვენებს - "ტომი ანას საჩუქრებით ავსებს. ეს მისი სტილია"

ტომ კრუზი და ანა დე არმასი ესპანეთში ისვენებენ - პაპარაცებმა ისინი მენორკას კუნძულის სანაპიროზე დააფიქსირეს.

ტომ კრუზისა და ანა დე არმასის რომანის შესახებ ჭორები მას მერე აგორდა, რაც თებერვლიდან ერთად დაიწყეს გამოჩენა. წყვილი პირველად ლონდონში ვახშმის დროს შენიშნეს.

"ტომი ანას საჩუქრებით ავსებს. ეს მისი სტილია, ის ყურადღებიანია. ჯერ მისი საყვარელი ყვავილებით დაიწყო, შემდეგ კი იმ წიგნებით, რომელთა წაკითხვაც, მისი აზრით, ანას მოუნდებოდა“, - ამბობს ინსაიდერი.

ურთიერთობასთან დაკავშირებით წყვილს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ანამ, რომელიც ადრე კუბის პრეზიდენტის გერს, მანუელ ანიდო კუესტას ხვდებოდა, გაზაფხულზე აღნიშნა, რომ ის და კრუზი ერთად რამდენიმე პროექტზე მუშაობენ.

წყარო