"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ჯეიჰუნ მუჰამედალი სოციალურ ქსელში 2 დღის წინ მომხდარი ავარიის შესახებ წერს, რომელსაც სასწაულებრივად გადაურჩა მცირეწლოვანი ბავშვი. საუბარია ბოლნისში მომხდარ ავარიაზე, რა დროსაც "მარშუტკა" არხში ჩავარდა.
"უფლის წყალობა ამას ჰქვია. 2 დღის წინ ბოლნისში ავტომობილი არხში ჩავარდა 2 დაშავებულის გარდა მცირეწლოვანი ბავშვი წყლით დაფარულ მანქანაში იხრჩობოდა, საბედნიეროდ იმ წამსვე მანდ აღმოჩნდა ამწე კრანი და მალე უშველა დაშავებულებს. ბავშვი მანდ მყოფებმა ბოლო წამში ხელოვნური სუნთქვის საშუალებით სასწაულებრივად გადაარჩინეს" - წერს მუჰამედალი.