ავტორი:

ვიეტნამში ტურისტული ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამში ტურისტული ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამში ტურისტული ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 38 ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას The Guardian-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • მათივე ინფორმაციით, ნავ Wonder Sea-ზე 48 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა, რომლებიც ჰა-ლონგის ყურის, ტურისტებისთვის პოპულარული ადგილის, ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდნენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნავი ძლიერი ქარის შედეგად გადაბრუნდა.

გამოცემა VNExpress-ის ცნობით, მაშველებმა ინციდენტის ადგილთან ახლოს 12 ადამიანი გადაარჩინეს და 38 ცხედარი იპოვეს.

ვიეტნამის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ყველა ტურისტი ვიეტნამელი იყო.