ავტორი:

"გავათავისუფლოთ საპატრიარქო მისგან“ - რა პარალელი გაავლო ნიკოლ ფაშინიანმა პატრიარქ გარეგინ მეორესა და მამაკაცს შორის, რომელიც Coldplay-ს კონცერტზე ღალატში "გამოიჭირეს"

"გავათავისუფლოთ საპატრიარქო მისგან“ - რა პარალელი გაავლო ნიკოლ ფაშინიანმა პატრიარქ გარეგინ მეორესა და მამაკაცს შორის, რომელიც Coldplay-ს კონცერტზე ღალატში "გამოიჭირეს"

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საზოგადოებას მოუწოდებს, მზად იყვნენ იმისთვის, რომ საპატრიარქო სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორესგან გაათავისუფლონ.

  • მისი განცხადებით, Astronomer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ცოლის ღალატში გამოიჭირეს, თანამდებობა დატოვა, რადგან, კომპანია Astronomer-ის კონცეფციის თანახმად, ოჯახური ღირებულებები ფუნდამენტურია.

"სომხური სამოციქულო ეკლესიის სწავლების თანახმად, სასულიერო პირი, რომელმაც დაუქორწინებლობის აღთქმა დადო, ეკლესიაზე ქორწინდება და სხვა პირადი ურთიერთობების უფლება არ აქვს.

კტრიჩ ნერსისიანმა, რომელმაც დაარღვია ეკლესიისთვის მიცემული ქორწინების აღთქმა, დღემდე არ დატოვა საპატრიარქო საკანი, რითაც შეურაცხყო ჩვენი უწმინდესი სალოცავი - დედა საკათედრო ტაძარი.

ამით კტრიჩ ნერსისიანი მოგვიწოდებს ჩვენ, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის ერთგულ მიმდევრებს, გავათავისუფლოთ საპატრიარქო მისგან. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. მოემზადეთ“, - წერს ნიკოლ ფაშინიანი.